სალომე სამადაშვილი - ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ამნისტიის კანონპროექტზე, არავინ აპირებს ინდულგენციის გაცემას მაკო გომურის დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი პოლიციელისთვის

ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, არავინ აპირებს ინდულგენციის გაცემას მაკო გომურის დასახიჩრებაზე პასუხისმგებელი პოლიციელისთვის, - ამის შესახებ პილიტიკოსმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს სასტუმრო "რუსმთან" განუცხადა, სადაც შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრა გაიმართა.

სალომე სამადაშვილის თქმით, ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით საუბარი არის კონკრეტულ საქმეებზე, სადაც უკვე აღძრულია სისხლის სამართლებრივი დევნა და საუბარი არის იმაზე, რომ ამნისტია შეეხება კონკრეტულ პირებს.

“მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ არავის აღუძრავს არანაირი საქმე არც მაკო გომურის დასახიჩრებაზე პასუხისმგებელ პირთან მიმართებაში, არც ბრძანების გამცემ პირებთან დაკავშირებით და საერთოდ, დაზარალებულის სტატუსიც კი ვისთვის აქვს მინიჭებული "ქართულ ოცნებას" დღემდე საბოლოოდ დაუდგენელია, ამიტომ, აქ საუბარი არის ამნისტიაზე, რომელიც შეეხება კონკრეტულ პირებს. ამ ამნისტიის კანონპროექტით მომავალში არავის არანაირი ინდულგენცია არ ექნება. ეს მინდა, ყველას კარგად ესმოდეს. ჩვენ ახლა, ვსაუბრობდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ მათი აზრიც მოვისმინოთ სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით. ვსაუბრობდით მათ, როგორ ესახებათ სწორი გზა იმისათვის, რომ ჩვენ ყველანაირად დავიცვათ ის ინტერსები, რაც აქვთ დაზარალებულებს, საზოგადოებას, რათა 20 ივნისის მოვლენები მომავალში არ დარჩეს რეაგირების გარეშე. ნახეთ სენატის რეზოლუციის პროექტი და ნახეთ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალის უზრუნველყოფისთვის ამ შეთანხმების რეალიზაციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ყველანაირი პროპაგანდა ამ შეთანხმების წინააღმდეგ უკვე ატარებს ანტიდასავლური პროპაგანდის სახეს. მიმაჩნია, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გავცეთ ყველა შეკითხვას, რაც ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით არსებობს", - აცხადებს სამადაშვილი.

მისი განმარტებით, მომავალში, როგორც კი მიმდინარე პროცესში წინ წავლენ, ასევე გეგმავენ 20 ივნისის დაზარალებულებთან შეხვედრას.

„შესაბამისად, მინდა თქვენი მეშვეობით ვუთხრა მათ, რომ მათ შორის, ჩვენ ვართ მათი წარმომადგენლები ამ პროცესში, ჩვენ ვიცავთ ამ პროცესში დაზარალებულების ინტერესებს და არა, პირიქით. ამ შეთანხმების სულისკვეთება არავისთვის არის ინდულგენციის მიცემა ვინც არის პასუხისმგებელი ან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე ან მაგალითად იმაზე, რომ მაკო გომური, დღეს, სამწუხაროდ არის დასახიჩრებული, ასევე სხვა ადამიანებიც, ვინც იმ ღამეს მიიღეს სხეულის მძიმე დაზიანება", - აცხადებს სამადაშვილი.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას ევროპარლამენტარების მხრიდან გამოთქმულ ინიციატიავზე ნიკა მელიას თავდებობობასთან დაკავშირებით.

"მინდა ყველას კარგად ესმოდეს, რომ აქ საუბარი არის თავდებობის საკითხზე, თუ ამ საკითხს ხელისუფლება დათანხმდება. მიმაჩნია, რომ მათ შორის შეთანხმების სულისკვეთება არის თავდებობის საკითხის გადაჭრა, რადგან შეთანხმებაში წერია ევროპული ფონდის მიერ გაცემული გარანტია. თავდებობის შეთავაზებაზე უარის თქმა არ იქნება ხელშეკრულების სულისკვეთებასთან ჰარმონიულ ურთიერთობაში.

რაც შეეხება ამნისტიის თემას, ეს არის განცალკევებული თემა და ამიტომ ამნისტიის თემაზე და კანონპროექტზე ყველა შემთხვევაში გაგრძელდება მუშაობა. თუმცა, მსურს იმედი გამოვხატო, რომ მათ შორის შეთანხმების შესრულების ხელშეწყობის მიზნით "ქართული ოცნება" განიხილავს თავდებობის საკითხს პოზიტიურად. ნიკა მელიას დროული გათავისუფლება საპატიმროდან, მხოლოდ და მხოლოდ, დაეხმარება იმას,რომ ამ შეთანხმების შესრულება სწრაფად დაიწყოს და ჩვენ მართლა დავძლიოთ პოლიტიკური კრიზისი", აცხადებს სამადაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს