მიხეილ ჩხენკელმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი საექსპოზიციო დარბაზი დაათვალიერა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეებისა და ქართველი ემიგრანტების პირადი ბიბლიოთეკები და მემორიალური ნივთები ერთიან სივრცეში განთავსდა. ახალ საექსპოზიციო დარბაზში დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს და გაეცნოს ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, ელენე მეტრეველის, ნიკო ბერძენიშვილის, შალვა ამირანაშვილის, ისიდორე დოლიძის, სიმონ ჩიქოვანისა და სხვათა მოღვაწეობის ისტორიას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია და ახლად რეაბილიტირებულ საგამოფენო სივრცეში სრულიად ახალი სახით წარმოდგენილი მემორიალური კაბინეტები დაათვალიერა.

„დღეს ვესტუმრე ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, სადაც დასრულდა რეაბილიტაციის პირველი ეტაპი. აქ შეიქმნა უნიკალური და უაღრესად საინტერესო საგამოფენო სივრცე, სადაც თავმოყრილია ჩვენი გამოჩენილი მეცნიერების პირადი ნივთები და პირადი ბიბლიოთეკები. ყველა მსურველს ექნება საშუალება, მოინახულოს ეს უნიკალური სივრცე. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ყოველთვის ექნება სამინისტროს მხრიდან სრული მხარდაჭერა, რადგანაც აქ ინახება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საგანძური – ჩვენი ხელნაწერები”, - აღნიშნავს მინისტრი.

ცენტრში სარემონტო სამუშაოები, სამინისტროს მხარდაჭერით, 246 კვ/მ ფართობზე განხორციელდა. შეიცვალა გადახურვა ელექტროგაყვანილობა, დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების და გათბობის სისტემები. განახლდა ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი და ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზი.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა