გიორგი ვაშაძე - არჩილ თალაკვაძის გადადგომით საბოლოოდ გაფორმდა, რომ ამ შეთანხმებაში „ქართული ოცნება“ თავს  დამარცხებულად თვლის

დღეს თალაკვაძის გადადგომით საბოლოოდ გაფორმდა, რომ „ქართული ოცნება“ თავს თვლის დამარცხებულად ამ შეთანხმებაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მმართველი პარტია თავს დამარცხებულად გრძნობს იმის გამო, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობის აღიარება და მათი გათავისუფლების მექანიზმებზე დათანხმება მოუხდა, ამასთანავე, მოუწია ეღიარებინა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემა ჰქონდა და საარჩევნო კომისიებშიც უმრავლესობის დათმობა მოუხდა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ზოგიერთი ოპოზიციურ კოლეგას უნდა ოპოზიციის მარცხად გააფორმოს ეს შეთანხმება. ეს უბრალოდ სიჯიუტე მგონია დღევანდელი დღის მერე და მეტი არაფერი. მე მგონია, ახლა იმის დრო არის, რომ ყველა ერთად გავერთიანდეთ და მაქსიმალურად საქმეზე ვიყოთ ორიენტირებულები. კიდევ ერთი, თალაკვაძე ნამდვილად ამ მოლაპარაკებებში იყო უფრო კონსტრუქციული მხარე „ქართული ოცნების“, რაც ხელისუფლებაში მყოფ ძალას უნდა ახასიათებდეს, ვიდრე მონაწილეები კობახიძის სახით და ა.შ. აქვე ვამბობ, რომ თალაკვაძის გადადგომით, ვერც ერთ შემთხვევაში უკან ვერ წაიღებს შეთანხმების ვერც ერთ კომპონენტს „ქართული ოცნება“, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებას აქვს არა მხოლოდ ტექსტი, არამედ კონკრეტული ვადები გაწერილი და ამ შეთანხმების რეალიზებაზე არის მიბმული საქართველო-ამერიკის პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავება, რაც წერია სენატის რეზოლუციაში და ევროკავშირში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ე.წ მაპის მიღება საქართველოსთვის. ამიტომ, ეს დოკუმენტი არის ზემნიშვნელოვანი და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და იმედი მაქვს, რომ მთლიანად ოპოზიციასთან ერთად მათ ვაიძულებთ, რომ ამ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულებული იყოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში გამოჩნდება, რა სტრატეგიას აირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი კახა კუჭავა შეთანხმებასთან მიმართებით.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა