ანა ნაცვლიშვილი - კონსტიტუცია და საერთაშორისო სტანდარტები სახელმწიფოს უზღუდავს კონკრეტული მოქმედებების განხორციელებას მათთან მიმართებაში, ვისაც  მძიმე უფლებადარღვევები აქვს ჩადენილი

შარლ მიშელის მიერ შედგენილ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციური პარტიების წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ,,ლელოს” ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, ანა ნაცვლიშვილი და ლევან სამუშია ესწრებოდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, დეტალურად იმსჯელეს კანონპროექტზე, რომლის ინიცირებაც სამშაბათს პარლამენტში უნდა მოხდეს.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ნებისმიერ კანონს, რომელსაც პარლამენტი მიიღებს აქვს კონკრეტული ჩარჩო, შეზღუდვა და ეს შეზღუდვები ვერ დაირღვევა ვერანაირი მიზნით.

,,ეს არის ამ ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის უფლებები და მთელი რიგი საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც სახელმწიფოს უზღუდავს კონკრეტული მოქმედებების განხორციელებას, მათ შორის იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებსაც მძიმე უფლებადარღვევები აქვთ ჩადენილი”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა