ნიკა მელია - ალეკო ელისაშვილს, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს და "ოცნების" დეპუტაციას  ვუყურებ, ბედნიერები არიან, გამოვალ და სათანადო ყურადღებას მივაქცევ

ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ეს ადამიანები თავს რომ ოპოზიციონერებად ასაღებენ, რატომ არ ეუხერხულებათ, რა შუაში არიან ოპოზიციასთან?“- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „მთავარ არხს“ სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა.

როგორც ნიკა მელია განმარტავს, როდესაც ის საპატიმროს დატოვებს, "ქართულ ოცნების" დეპუტაციას, ალეკო ელისაშვილს, იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს “სათანადო ყურადღებას მიაქცევს”.

“მინდა გამოვეხმაურო იმ სასოწარკვეთილ კამპანიას, რომელსაც ეწევა „ქართული ოცნება“ და ჩართეს ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ეს ადამიანები თავს, რომ ოპოზიციონერებად ასაღებენ, რატომ არ ეუხერხულებათ, რა შუაში არიან ოპოზიციასთან?

საუბრობენ, თითქოს, ვინაიდან მე უარი განვაცხადე მიმეღო ინდულგენცია და გამოსასყიდის თანხა არ ჩავარიცხინე ევროკავშირს, ამის შემდეგ ამოქმედდა სათადარიგო მექანიზმი - ამნისტია. წინააღმდეგ შემთხვევაში მელიას, რომ მიეღო ეს თანხა ევროკავშირისგან, ამნისტია არ იქნებოდა დღის წესრიგშიო. აი ამას ტირაჟირებს მთელი „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, „ქართული ოცნება“, ელისაშვილი და იაგო ხვიჩია ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებენ.

ვერცერთ ეტაპზე ჩემზე გამარჯვება ვერ მოიპოვეს და პირიქით, რამდენჯერაც შემომიტიეს, იმდენჯერ გამაძლიერეს. ვერც დაჭერით დამაკლეს ვერაფერი კი არა, პირიქით, ვერც სხვადასხვაგვარი ცილისწამებით და ხვდებიან, რომ ამ პრინციპებს არ გადავუხვევ და ვარ ურყევი ჩემს იდეასთან მიმართებით.

ელისაშვილს, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს და "ქართულ ოცნების" დეპუტაციას ვუყურებ, ბედნიერები არიან, ფიქრობენ, ბედისწერა მათით დაინტერესდა. გამოვალ და სათანადო ყურადღებას მაგათაც მივაქცევ, იმიტომ რომ ჩემთვის "ქართული ოცნება" და აი ეს ბატონები ერთი და იგივეა “, - აცხადებს მელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა