სამინისტრო - სრულ დისტანციურ სწავლებაზე 74 სკოლა და 191 ცალკეული კლასი იმყოფება

ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს საჯარო სკოლებშიც კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელი იზრდება. განათლების სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 74 სკოლა და 191 ცალკეული კლასი იმყოფება.

მათი ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენის ნორმების დაცვაზე კონტროლი გამკაცრდა, რათა სააღდგომო არდადეგების დაწყებამდე ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული.

„სამინისტროს რეკომენდაციით, სკოლებში ასევე მკაცრად კონტროლდება მშობელთა და სხვა პირთა სკოლის ტერიტორიაზე მიმოსვლა, ხოლო ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში – სადეზინფექციო სამუშაოების დროული ჩატარება.

გასული კვირის 17-25 აპრილის მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,01%-ს დაუდასტურდა.

მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 74 სკოლა და 191 ცალკეული კლასი იმყოფება.

გაზრდილია რისკის ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობაც, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნაზე შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 123 მასწავლებელი იმყოფება.

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება“,-აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:საქართველოში სრულ დისტანციურ სწავლებაზე 74 სკოლა და 191 ცალკეული კლასი იმყოფება

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს