„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან.

შეხვედრაზე მივიდნენ იმ პარტიების წარმომადგენლები, რომელთაც შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა ამნისტიის შესახებ კანონი იქნება.

„დღეს არის მორიგი სამუშაო შეხვედრა, ერთ-ერთი ყველაზე ცხელი საკითხი ახლა არის როგორ მოვაგვაროთ ყველაზე უფრო მწვავე თემა დროში, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლება და როგორ გადავიდეთ, რომ შეთანხმების სხვა მუხლების შესრულებაზე დაიწყოს რეალური მუშაობა და არა ფასადური.

ცხადია, ამნისტიის შესახებ კანონი იქნება განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა. ჩვენთვის ძალიან პრინციპულია, რომ თუ განხორციელდება ამნისტია და მიღებული იქნება კანონი, სახელმწიფომ მეორედ არ მიაყენოს დაზარალებულებს შეურაცხყოფა, რომელიც ერთხელ უკვე მიაყენა. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება, უნდა გადაიდგას დაზარალებულების უფლებების აღდგენაზე ორიენტირებით“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე საკანონმდებლო ცვლილებეს განიხილავენ, რომელიც პარლამენტში სწრაფად უნდა დარეგისტრირდეს.

„ეს არის სამუშაო შეხვედრა დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეების. 15 მომლაპარაკებლიდან ოპოზიციიდან 13-მა მოაწერა დოკუმენტს ხელი. ამ სპეკულაციების არ მესმის ხოლმე. სამუშაო შეხვედრაზე ვიმუშავებთ - საკონსტიტუციო ცვლილებები, ორგანულ კანონში ცვლილებები, თვითმმართველობის კოდექსი, საარჩევნო კოდექსი, კონსტიტუციაში ცვლილება, სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილება. კანონები დასაწერია, რომ სწრაფად დარეგისტრირდეს, სწრაფად მოხდეს ამ ყველაფრის იმპლემენტაცია, რომ ერთი წამითაც კი დაგვიანების შესაძლებლობა არ მივცეთ „ქართულ ოცნებას“. ჩვენ ვიქნებით პროაქტიულები და წუთობრივად უნდა გავწეროთ ყველა ის ცვლილება, რაც ამ უზარმაზარ დოკუმენტშია მოცემული, რომ შევცვალოთ მთლიანად გარემო”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო:"სტარატეგია აღმაშნებლის" ოფისში ოპოზიციური პარტიიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა