ილია მეორე - ყოველი დღე გვაახლოებს მეორედ მოსვლას

ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლას, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ბზობის დღესასწაულზე, ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებმა უნდა იფიქრონ, თუ როგორ შეხვდებიან მეორედ მოსვლას.

"ბზობა ეს არის დიდი ზეიმი, სიხარული, სიყვარულის ზეიმი, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მწუხარება ხშირად ცვლის სიხარულს. სიხარული და სიყვარული და მწუხარება ცვალებადია. ყოველი დღე გვაახლოებს ჩვენ მეორედ მოსვლას, ადამიანმა უნდა იფიქროს, რა გველოდება ჩვენ წინ. დღეს არის დღესასწაული ქართული ენის, გილოცავთ, ამ დღესასწაულებს. ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს ღმერთმა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, როგორ შეხვდებით მეორედ მოსვლის დღესასწაულს. ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გამონახოს გზა, რომელიც მიდის სასუფეველში.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ბრწყინვალე დღესასწაულს.

ძალიან ხშირად ისმის წუხილის სიტყვები, ნუ შეგეშინდებათ, მაცხოვრის, ღვთის სიყვარული აღემატება ყოველგვარ ცოდვას, მაგრამ საჭიროა სინანული", - აღნიშნა პატრიარქმა.

იხილეთ ვიდეო:ყოველი დღე გვაახლოვებს მეორედ მოსვლას - ილია მეორე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა