პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები 27 აპრილიდან დაიწყება

პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან და საპარლამენტო პოსტებზე არჩილ თალაკვაძისა და კახა კუჭავა როტაციასთან დაკავშირებული პროცედურები 27 აპრილიდან დაიწყება.

პარლამენტის თავმჯდომარე, გადადგომის თაობაზე საჯარო განცხადების გაკეთების მომენტიდან, გადამდგარად ითვლება. მის მოვალეობას ახლა პირველი ვიცე-სპიკერი ასრულებს.

27 აპრილის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად მიიღებს, რაც საოქმო ჩანაწერით გაფორმდება. ამის შემდეგ ბიუროს სხდომა გაიმართება და სესიის დღის წესრიგს პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დაემატება.

ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავა წარადგინა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებდა. სწორედ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე აირჩევენ აწ უკვე ყოფილ თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.

პარლამენტის სპიკერისა და ვიცე-სპიკერის არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ხდება.

“იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება გავაკეთოთ როტაცია. ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში“, - ასე განმარტა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის მიზეზი.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტის ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული პროცედურები 27 აპრილიდან დაიწყება

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო