სალომე სამადაშვილი - ამნისტიის კანონპროექტში უნდა ჩაიდოს პრინციპი დაზარალებულის თანხმობის ამნისტირებაზე - ვნახოთ, რა პოზიცია ექნება "ქართულ ოცნებას"

ამნისტიის კანონპროექტში უნდა ჩაიდოს პრინციპი დაზარალებულის თანხმობის ამნისტირებაზე - ეს არის ამნისტიის კანონპროექტის სულისკვეთება, დაზარალებულის თანხმობა ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ამნისტიის კანონი მომავალში ჩატარებულ გამოძიებაზე ან დადგენილ დამნაშავეებზე ვერ გავრცელდება.

„ჩვენ ვიმსჯელეთ და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით და ეს პოზიცია კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ამნისტია შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გავრცელდეს კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით ადამიანებზე, რომლებსაც უკვე აქვთ წაყენებული ბრალი, დემონსტრანტების მხრიდან, ეს არის 16 ადამიანი და სამ პოლიციელზე არის საუბარი, თუმცა ჩემი აზრი მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი რაც უნდა ჩაიდოს ამნისტიის კანონპროექტში - ეს არის პრინციპი დაზარალებულის თანხმობის ამნისტირებაზე. ვნახოთ რა პოზიცია ექნება "ქართულ ოცნებას" ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით. მე შემიძლია გითხრათ ჩემი სურვილი, რომ მოხდეს ისეთი ვერსიის მიღება ამნისტიის კანონპროექტის, რომელსაც შეძლებენ რომ მხარი დაუჭირონ ხელმომწერმა მხარეებმა, ანუ ყველამ ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას, მაგრამ ცხადია ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიციები და ამ პოზიციების დათმობა და გადახედვა ცხადია, არ მოხდება, უკვე უშუალოდ კანონპროეტზე მუშაობის პროცესში.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის პრინციპი, რაც ყველას მნიშვნელოვნად მიაჩნია იმიტომ, რომ ეს არის ამნისტიის კანონპროექტის სულისკვეთებაც და დაზარალებულის თანხმობა, ჩვენი აზრით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ვთქვა, რომ აქ საუბარი არის კონკრეტულ საქმეებზე, კონკრეტულ დაზარალებულებზე და ეს ამნისტიის კანონი ვერანაირად ვერ გავრცელდება მომავალში ჩატარებულ გამოძიებაზე ან დადგენილ დამნაშავეებზე, მომავალის ქმედების ძალა ამ ამნისტიის კანონპროექტს არ ექნება - ეს იქნება შეზღუდული, შესაბამისად დროში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა