ანა ნაცვლიშვილი - ამოცანაა შეთანხმების შესრულება, მაგრამ რაზეც შევთანხმდებით ვერ და არ იქნება ისეთი შინაარსის, რომელიც დაზარალებულების ღირსებას და უფლებებს გადააბიჯებს

ჩვენი ამოცანა არის შეთანხმების შესრულება, მაგრამ ის, რაზეც შევთანხმდებით ვერ და არ იქნება ისეთი შინაარსის, რომელიც გადააბიჯებს დაზარალებულების ღირსებას და უფლებებს, ეს მიუღებელია და პარლამენტს ამის უფლება არ აქვს , - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, ამნისტია ვერ გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს ადამიანებს თვალები დათხარეს.

„ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობის საკითხია, რომ ის ადამიანები, ვინც დაასახიჩრა და ძალიან დიდი ტრავმა მიაყენა 20 ივნისის აქციის მონაწილეობს და რომელთა მოქმედებებიც არის როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და საერთაშორისო სამართლით აკრძალული, მათზე საერთოდ გავრცელდეს ამნისტია. მათზე ამნისტია ვერ გავრცელდება. ვრცელდება არასწორი ინფორმაციები, რაც კიდევ უფრო დამატებით ახდენს დაზარალებულების ტრავმირებას. დეზინფორმაციის გავრცელებას ყველა უნდა მოვერიდოთ. ადამიანებმა, რომლებმაც თვალები დათხარეს აქციის მონაწილეებს, მათზე ვერანაირი ამნისტია ვერ გავრცელდება, უფრო მეტიც, ამ შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა დაადგეს სამართლის უნეზაესობის გზას, აქეთკენ უნდა ვიაროთ. როცა ასეთი ქვეყანა გვექნება, დღევანდელი ვითარებიდან განსხვავებით, როდესაც 2 წელია გასული და ფაქტობრივად დაზარალებულებთან მიმართებით მართლმსაჯულება არ აღსრულებულა, როდესაც ნორმალური პროკურატურა და სასამართლო გვეყოლება, მართლმსაჯულება აღსრულდება. მანამდე თვალდამთხრელების ამნისტირებას არავინ აპირებს, ეს არის ტყუილი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა