ანრი ოხანაშვილი - როცა ადამიანი მოლაპარაკებისას მხარესთან კონკრეტულ პოზიციას იცავს, ის არის მხარე და არა სხდომის ნეიტრალური სპიკერი

როცა ადამიანი მოლაპარაკებისას მხარესთან კონკრეტულ პოზიციას იცავს, ის არის მხარე და არა სხდომის ნეიტრალური სპიკერი, - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან , პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

“პარლამენტის ნეიტრალური თავმჯდომარე ნიშნავს ნეიტრალურს - ამაზე მეტს, რაც ითქვა, ვერ გეტყვით“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის თაობაზე არჩილ თალაკვაძემ გუშინ განაცხადა. მას ამ თანამდებობაზე კახა კუჭავა შეცვლის, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტში ვიცე-სპიკერის პოსტს იკავებდა. სწორედ ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე აირჩევენ ახლა უკვე ყოფილ თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა