დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ხვალ ,,ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ,,ევროპის იმუნიზაციის კვირეულისადმი“ მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც სლოგანით ვაქცინაცია გვაახლოვებს მიმდინარეობს.

ღონისძიება 26 აპრილს 12:00 საათზე დაიწყება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.

"წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) 26 აპრილი – 2 მაისს პერიოდში აღნიშნავს ევროპის იმუნიზაციის მეთექვსმეტე კვირეულს (EIW). საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და წელსაც ტრადიციულად უერთდება. ჯანმო-ს ევროპის რეგიონი ქვეყნებს კიდევ ერთხელ შეახსენებს თუ რა მნიშვნელობა ენიჭება იმუნიზაციას მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის.კვირეულის ფარგლებში ყურადღება გამახვილდება რუტინული ვაქცინაციის წვლილზე ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად.

ასევე, აქცენტი გაკეთდება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საშუალებაზე.ვაქცინაციით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ისეთი დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ბავშვთა სიკვდილი ან შეუქცევადი უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მის მომავალზე.COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კი პანდემიის დასრულების ეფექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებაა. არავინ არის დაცული მანამ, სანამ ყველა არ იქნება დაცული.თქვენც შემოგვიერთდითCOVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პანდემიის დასრულების ეფექტური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საშუალებაა. არავინ არის დაცული მანამ, სანამ ყველა არ იქნება დაცული.თუ COVID-19-ის პანდემიის გამო, უგულვებელვყოფთ/დავივიწყებთ რუტინულ იმუნიზაციას, მიღებული შედეგები პანდემიის დასრულების შემდგომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეგვიქმნის პრობლემებ", - ნათქვამია ინფორმაციაში.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს