დავით ჭიჭინაძე - ოპოზიციას მეტი მოთმინების უნარი რომ ჰქონოდა, „ოცნებაც“ გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და გამარჯვებაც უფრო ახლოს იქნებოდა

ოპოზიციას მეტი ერთობა რომ გამოეჩინა, მეტი მოთმინების უნარი რომ ჰქონოდა, „ოცნებაც“ გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და გამარჯვებაც უფრო ახლოს იქნებოდა, - ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყოველ დღე ფეთქდება იმ ნაღმზე, რომელიც მელიას დაჭერით თავად დაიდო“.

„სანამ „ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს, 21-ე საუკუნეში, მონებით ვაჭრობა ლეგალური გახადოს, ოპოზიციის ნაწილი კბილების კაწკაწით შერბის პარლამენტში, ცდილობენ თავისი დესტრუქციული ქმედება ნიკას „შეტენონ“ და თან ამ ყველაფერს გამარჯვება წარმოგვიჩენენ.

მოკლედ, ოპოზიციას მეტი ერთობა რომ გამოეჩინა, მეტი მოთმინების უნარი რომ ჰქონოდა, „ოცნებაც“ გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და გამარჯვებაც უფრო ახლოს იქნებოდა.

ისე ან რამდენი თან მძიმეწონიანი ჩინოვნიკი უნდა „შეიწიროს“ ამ ერთმა კაცმა?“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა