ირაკლი ქადაგიშვილი - ამნისტიის კანონპროექტი შეეხებათ იმ პოლიციელებსაც, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების გამო პასუხისგებაში არიან მიცემული

უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით ამნისტიის კანონი შეეხება იმ სამართალდამცველებსაც, რომელთაც 20 ივნისის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტება ედებათ ბრალად.

როგორც ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მიშელის 5-პუნქტიანი გეგმის სულისკვეთება კანონპროექტში სრულად უნდა აისახოს.

„ამნისტია ნიშნავს, რომ როდესაც ვიღაცას რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი, ეს დანაშაული ეპატიოს. აქედან გამომდინარე, ეს კანონპროექტი შეეხებათ იმ პოლიციელებსაც, რომლებიც უფლებამოსილების გადამეტების გამო პასუხისგებაში არიან მიცემული. 5-პუნქტიან დოკუმენტში ეს უკვე დევს, პარტიებმა ამას ხელი მოაწერეს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ამ გეგმის სულისკვეთება კანონპროექტში სრულად იყოს ასახული”,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო