კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროექტი „ბიზნეს ინკუბატორის“ მეორე ნაკადის მიღებას იწყებს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროექტი „ბიზნეს ინკუბატორის“ მეორე ნაკადის მიღებას იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, „ბიზნეს ინკუბატორის“, პროექტის მიზანია სტუდენტებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და მეწარმეობის წახალისება.

„როგორ უნდა მართო წარმატებული ბიზნესი? შეიძინო განათლება ამ მიმართულებით? იქნებ თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად იმდენივე დოზით პრაქტიკის კომპონენტიცაა საჭირო? კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს სწორედ მეორე მიდგომით ამზადებს: ფაკულტეტზე პროფესიონალი, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან; სწავლის პარალელურად კი ფაკულტეტის ბაზაზე მოქმედებს „ბიზნეს ინკუბატორი“, პროექტი, რომლის მიზანიც სტუდენტებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და მეწარმეობის წახალისებაა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ბიზნეს-ინკუბატორი CIU-ს შედარებით ახალი პროექტია. იგი 2019 წელს შეიქმნა. „მისი წყალობით სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ჩამოიყალიბონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, ასევე ისწავლონ საკუთარი იდეების შემუშავება, ანალიზი, კონკრეტულ ქმედებებში ასახვა, ბიზნეს-გეგმის შემუშავება და განხორციელება და სხვა“,- აღნიშნა CIU ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელმა, მარიკა კლდიაშვილმა.

CIU-ს ცნობით, ინკუბაციის პროცესი შემდეგ ეტაპებს მოიცავს: პირველ რიგში ყალიბდება სტუდენტური გუნდები; შემდეგ ირჩევა ბიზნეს იდეები და დგება ბიზნეს გეგმები; მენტორის მეთვალყურეობის ქვეშ სხვადასხვა ტიპის პრაქტიკული აქტივობები ტარდება, გარდა ამისა, სტუდენტებს ევალებათ პოტენციური კომპანიის ბრენდ ელემენტების შექმნაც.

მათივე ინფორმაციით, თუკი პირველი ბიზნეს ინკუბატორი მხოლოდ ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა, წელს პროექტის ხელმძღვანელებმა ეს წესი შეცვალეს და CIU-ს ყველა ფაკულტეტისა და საფეხურის სტუდენტს მასში მონაწილეობის საშუალება მიეცა.

„ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ფაკულტეტებზეც გვაქვს პოტენციალი იმისა, რომ სტუდენტების ნაწილი მეწარმეობის, ბიზნესის კუთხით განვითარდეს, მაგალითად, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტები“,- განაცხადა CIU-ს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ირმა ბარათაშვილმა.

უნივერსიტეტის ცნობით, პირველმა ინკუბატორმა სამი გუნდი გამოუშვა. ფინალისტებმა ფულადი საჩუქრები უნივერსიტეტის პარტნიორი კომპანიისგან იდეის შემდგომი განვითარებისთვის მიიღეს.

„ამიტომაც, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის მხოლოდ სასწავლო პროცესი და ინკუბატორს მხოლოდ თეორიის პრაქტიკაში გამოცდის შესაძლებლობები აქვს. არავითარ შემთხვევაში. ცხადია, ასეც არის, თუმცა ძირითადად, სტუდენტებისთვის მოტივაციაა ის, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი საოცნებო იდეები რეალურ პროექტებად აქციონ და ამაში უნივერსიტეტი ხელს ძალიან უწყობს“,- აღნიშნა ბარათაშვილმა.

პროექტის ხელმძღვანელის, მარიკა კლდიაშვილის განცხადებით, 2021 წლის მოვლენებმა განსაკუთრებით კარგად დაგვანახა ყველას ახალი იდეების, პრობლემების ახლებურად გადაჭრის გზების მნიშვნელოვანება. მისი თქმით, ბიზნეს ინკუბატორის ტიპის პროექტები ხელს უწყობს მომავალ მეწარმეებს და სტუდენტებს, დაინახონ და შეამჩნიონ შესაძლებლობები იქ, სადაც სხვები მხოლოდ პრობლემებს ხედავენ.

„ახალგაზრდებს ვურჩევდი უწყვეტ რეჟიმში გარემოს და მომხმარებლის საჭიროებების ანალიზს, პროტოტიპირების ტექნიკის გამოყენებასა და რისკების საპასუხოდ სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ბევრი წარმატებული კომპანიის საიდუმლო - მუდმივი განვითარება, ადაპტაცია გარემოებებზე და პარალელურად რისკების კონტროლი. და რა თქმა უნდა - გუნდი - კვალიფიცირებული, მოტივირებული, თვითორგანიზებული, ორიენტირებული ზრდასა და განვითარებაზე“,- აღნიშნა მარიკა კლდიაშვილიმა.

„„ბიზნეს ინკუბატორის“ პროექტში დარეგისტრირება 27 აპრილამდეა შესაძლებელი. პროექტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული.“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს