„თელასი“ 2021 წლის პირველი კვარტლის ოპერაციულ მაჩვენებლებს აქვეყნებს

2021 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 0,723 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 5,3% (40,3 მილიონი კვტ*სთ-ით) ნაკლებია 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცლებს.

კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის მოხმარების კლება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეკონომიკის მრავალ სფეროში საქმიანობის შეზღუდვამ განაპირობა.

როგორც „თელასის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2021 წლის იანვარ-მარტში 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 9,7%-ით (71,6 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 0,670 მილიარდი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის შემცირებაც ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვამ განაპირობა.

„თელასის“ ცნობით, აბონენტთა რაოდენობა 2021 წლის სამი თვის მონაცემებით 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,1%-ით (20,9 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 686,3 ათასი აბონენტი შეადგინა. საიდანაც 618,5 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 67,8 ათასი – იურიდიური პირი. აბონენტთა რაოდენობა ქსელის განვითარების და ახალი აბონენტების მიერთების შედეგად გაიზარდა.

ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 156 კმ შეადგინა, რაც 3,9%-ით (238 კმ-ით) აღემატება 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს (5 918 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

„სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2021 წლის სამი თვის მონაცემებით 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,1%-ით (20,9 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 686,3 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 618,5 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 67,8 ათასი – იურიდიური პირი. აბონენტთა რაოდენობა ქსელის განვითარების და ახალი აბონენტების მიერთების შედეგად გაიზარდა.

2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 156 კმ შეადგინა, რაც 3,9%-ით (238 კმ-ით) აღემატება 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს (5 918 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა