ზაზა წერეთელი ინდურ შტამზე - არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ სამმაგი მუტაციის ვერსიაც კი აღმოაჩინეს - უცნაურ ვირუსთან გვაქვს საქმე, მეცნიერები ჯერ კიდევ თავს იტეხენ!

კორონავირუსის ახალმა, ინდურმა შტამმა ადრე არსებული შტამები გააერთიანა - უცნაურ ვირუსთან გვაქვს საქმე, მეცნიერები ჯერ კიდევ თავს იტეხენ! - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხდა.

მისივე თქმით, საქართველოში ინდოელი სტუდენტები ძალიან ბევრნი არიან, ამიტომ სხვა ქვეყნების მსგავსად ხელისუფლებამ გარკვეული სახის ღონისძიებები უნდა გაატაროს.

„ინდოეთში ერთი კვირის განმავლობაში შემთხვევების 90%-იანი ზრდაა. ამის მიზეზი მუტაციაა - ინდური ახალი შტამია, მეცნიერები ამბობენ, რომ ამ შტამმა ადრე არსებული შტამები გააერთიანა. მას შეუძლია უკვე გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს.

არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ გუშინ საღამოს იყო ინფორმაცია და სამმაგი მუტაციის ვერსიაც კი აღმოაჩინეს. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია მიიღოს ადამიანის უჯრედმა და ამავდროულად თავი აარიდოს ანტისხეულებს ანუ იმუნიტეტის ბარიერი გადალახოს. უახლოეს პერიოდში გვეცოდინება, რასთან გვაქვს საქმე. უცნაურ ვირუსთან გვაქვს საქმე, მეცნიერები ჯერ კიდევ თავს იტეხენ!

ქვეყნების უმეტესობამ ჩაკეტა საზღვრები ინდოეთთან ანუ ყველა ქვეყანამ თქვა, რომ ისინი საკუთარ მოქალაქეს მიიღებენ, მაგრამ არავის მიიღებენ ინდოეთიდან და განსაკუთრებით მათ, ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა იქ. საქართველოში ინდოელი სტუდენტები ძალიან ბევრნი არიან, ამიტომ საქართველომაც უნდა გაატაროს იმავე ღონისძიება, რაც სხვა ქვეყნებმა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რამდენად მყიფეა ჯანდაცვის სისტემა“, - განაცხადა წერეთელმა.

იხილეთ ვიდეო: ზაზა წერეთელი ინდურ შტამზე - არ მინდა ვინმე შევაშინო, მაგრამ სამმაგი მუტაციის ვერსიაც კი აღმოაჩინეს - უცნაურ ვირუსთან გვაქვს საქმე, მეცნიერები ჯერ კიდევ თავს იტეხენ!

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო