ანა დოლიძე - გენერალურ პროკურატურასთან მოვედი, რომ მოვითხოვო გამოძიება, „ენკას" ხელშეკრულებასთან და „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ადგილი ხომ არ ჰქონდა კორუფციულ გარიგებებს

დღეს გენერალურ პროკურატურასთან მოვედი, რომ მოვითხოვო გამოძიება, „ენკას" ხელშეკრულებასთან და „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ადგილი ხომ არ ჰქონდა კორუფციულ გარიგებებს, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ გენერალურ პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" მიიღო კონსტიტუციური აკრძალვა სასოფლო - სამურნეო მიწა მიეყიდოს უცხოელებს, მათ შორის უცხოურ კომპანიებს.

„ამავე დროს, სწორედ ამ ხელისუფლებამ ინდივიდუალურად არაერთ ჰექტარს და მიწის ნაკვეთს სპეციალურად შეუცვალა სტატუსი. სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთები გახადა არა სასოფლო - სამურნეო მიწის ნაკვეთები იმისთვის, რომ შემდეგ ეს „ენკასთვის" გადაეცა. ამით ფაქტობრივად, ხელისუფლებამ თავზე გადაგვახია კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც თვითონვე მიიღეს.

აღმოჩნდა, რომ კონკრეტულად ამ მიწის ნაკვეთების სტატუსი კონსტიტუციის დარღვევით სპეციალურად იქნა შეცვლილი, მაშინ, როდესაც მოქალაქეთა უმეტესობას ამის საშუალება არ აქვს რომც უნდოდეს. იკვეთება სპეციალური ინტერესი, რომლის მიხედვითაც ხდება ჩვენი კანონმდებლობის და კონსტიტუციის ხელყოფა.

დღეს მოვედი აქ, რომ მოვითხოვო გამოძიება „ენკას" ხელშეკრულებასთან და „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ადგილი ხომ არ ჰქონდა კორუფციულ გარიგებებს ჩვენს ზურგს უკან" , - განაცხადა დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო