ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, 2016 წელს გამოშვებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება წარმატებით განხორციელდა

სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2016 წელს განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, რეფინანსირება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდა, რომლითაც 2021 წლის 26 აპრილს ევროობლიგაციები სრულად დაიფარა. 10 წლიან სასესხო ხელშეკრულებას, კორპორაციამ, 2020 წლის სექტემბერში მოაწერა ხელი. აღნიშნული სასესხო რესურსით, ევროობლიგაციების რეფინანსირების შედეგად, ყოველწლიური საპროცენტო ხარჯი მნიშვნელოვნად შემცირდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა