ლაშა დამენია - სამწუხაროა, რომ ახლა ვარკვევთ, რა მუხლებს შეიძლება შეეხოს ამნისტია

სამწუხაროა, რომ ახლა ვარკვევთ, რა მუხლებს შეიძლება შეეხოს ამნისტია. პასუხისმგებლობასაც ამ თემაზე აიღებს „ქართული ოცნება“ და ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც ხელი მოაწერა მიმდინარე დოკუმენტს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა დამენიამ განაცხადა, რითაც ამნისტიის კანონში ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი რამ არის დასაზუსტებელი.

„ამნისტია არ შეეხება კონვენციით დაცულ მუხლებს, არც ბრძანების გამცემლებს, თუმცა „ქართული ოცნების“ განცხადებით, იგი შეეხება 20 ივნისის მოვლენებში აღძრულ ყველა იმ საქმეზე, რომელიც აღიძრა პოლიციელებზე და რომელიც მომავალშიც აღიძრება. ამიტომ ეს ყველაფერი არის დასაზუსტებელი, თუ რა სახით იქნება წარმოდგენილი პარლამენტის სხდომაზე. სამწუხაროა ის, რომ ამაზე დაჩქარებული წესით ხელმოწერილმა დოკუმენტმა ოპოზიციის მხრიდან განაპირობა ის, რომ ახლა ვარკვევთ, რა მუხლებს შეიძლება შეეხოს და ამიტომ, პასუხისმგებლობასაც ამ თემაზე აიღებს „ქართული ოცნება“ და ოპოზიციის ის ნაწილი, რომელმაც ხელი მოაწერა მიმდინარე დოკუმენტს“, - განაცხადა დამენიამ.

ამასთან, ლაშა დამენიას განმარტებით, არჩილ თალაკვაძის თანამდებობის დატოვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა დაჩქარებული იყო.

„ეს არის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ისტერიული დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილის, ამიტომ თალაკვაძე გადადგა თავმჯდომარეობიდან ისე, რომ არაფერი უთქვამს, არც მიზეზი უთქვამს მისი გადადგომისა. ვფიქრობ, რომ რღვევა გაგრძელდება და ეს არის კლანების დაპირისპირება, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებაში“ და ეს ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ ოპოზიციისგან მხრიდან დაჩქარებული იყო დოკუმენტზე ხელმოწერა, რადგან მყარი პოზიციის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა“, - განაცხადა ლაშა დამენიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა