აკაკი ბობოხიძე - თუ ხელშეკრულება ვერ უზრუნველყოფს, რომ მომავალში პოლიტიკური ანგარიშსწორება არ იქნება გამოყენებული, მაშინ მსგავსი ტიპის ამნისტია ხიფათის შემცველია

ნებისმიერი მსგავსი ტიპის გარიგება საქმის გაკეთების მაგივრად საქმეს მხოლოდ აფუჭებს. თავისი არსით, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის გარეშე, მსგავსი ტიპის მოქმედებები არის გაუმართლებელი, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ინიცირებას.

მისი განცხადებით, თუ ამნისტიის კანონპროექტში არ იქნება აღბეჭდილი პოლიტიკური ანგარიშსწორების არგამოყენების გარანტიები, ეს ხელისუფლებას მხოლოდ წაახალისებს და მომავალში „თავის რეალურ დამნაშავეებს ყოველთვის გაცვლის პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ მძევლებში“.

„თუ ხელშეკრულება ვერ უზრუნველყოფს, რომ მომავალში პოლიტიკური ანგარიშსწორება არ იქნება გამოყენებული, მაშინ მსგავსი ტიპის ამნისტია პირიქით, ხიფათის შემცველია. ხელისუფლებას არაერთხელ გამოუყენებია მსგავსი მიდგომა, როდესაც ერთი და იგივე პრობლემის დროს პოლიტიკური ნიშნით აკავებდა ოპოზიციის წარმომადგენელს, იქვე აკავებდა მის მიერ წახალისებულ „ზონდერ ჯგუფის” წარმომადგენელს და შემდეგ აკეთებდა გაცვლას.

თუ ამნისტია ცალკე იქნება მიღებული და არ იქნება მომავალში პოლიტიკური ანგარიშსწორების არგამოყენების გარანტიები, ხელისუფლებას მხოლოდ წაახალისებს, ყოველთვის დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ გვეყოლება პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ოპოზიციონერები და ამის გამო ნაპატიები ხელისუფლების წარმომადგენლები, დამნაშავეები, რაც მიუღებელია. ხელისუფლება თავის რეალურ დამნაშავეებს ყოველთვის გაცვლის პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ მძევლებში და მუდმივად წახალისებული იქნება დანაშაულის ჩადენაში. ნებისმიერი მსგავსი ტიპის გარიგება საქმის გაკეთების მაგივრად საქმეს მხოლოდ აფუჭებს. თავისი არსით, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის გარეშე, მსგავსი ტიპის მოქმედებები არის გაუმართლებელი”, - აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო