აკაკი ბობოხიძე - არჩილ თალაკვაძე არის კახა კალაძის ჯგუფში და მოსალოდნელი პოლიტიკური განქორწინების წინ, ერთ-ერთ გუნდს მნიშვნელოვანი თანამდებობა ჩამოართვეს

რამდენადაც მახსოვს ტრაბახობდნენ, რომ ლამის ჰალსტუხი ჩამოხიეს თალაკვაძეს, ყველაზე კონსტრუქციულს ჰალსტუხს რატომ ახევდნენ, ჩემთვის წარმოუდგენელია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე მოსაზრებას, რომლის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს თანამდებობა „ზედმეტი კონსტრუქციულობის გამო დაატოვებინეს“.

მისი შეფასებით, თალაკვაძის გადადგომა შიდა გადაადგილებებს უკავშირდება და ის კახა კალაძის გუნდის წევრია, მეორე გუნდს კი „მოსალოდნერ პოლიტიკურ განქორწინებამდე” მნიშვნელოვანი თანამდებობა ჩამოართვეს.

„ეს არის ოპიზიციის მხოლოდ ხელმომწერი ნაწილის აზრი, რომელიც ცდილობს გაამართლოს მათი ხელმოწერა ამ დოკუმენტზე. რამდენადაც მახსოვს ტრაბახობდნენ იმით, რომ ლამის ჰალსტუხი ჩამოხიეს თალაკვაძეს, ყველაზე კონსტრუქციულს ჰალსტუხს რატომ ახევდნენ, ჩემთვის წარმოუდგენელია.

მგონია, რომ ეს არის შიდა გადაადგილებები. ჩემი ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე არის კახა კალაძის ჯგუფში და მოსალოდნელი პოლიტიკური განქორწინების წინ, ერთ-ერთ გუნდს მნიშვნელოვანი თანამდებობა ჩამოართვეს. კახა კუჭავა ნეიტრალური არ იქნება, რეალურად ბიძინა ივანიშვილია გადამწყვეტი და მის მიღმა არ არსებობს ,,ქართულ ოცნებაში” რაიმე პოლიტიკური ნება, ამიტომ კუჭავა იქნება, კუჭაშვილი, თუ სხვა გვარის წარმომადგენელი ეს არაფერს არ ცვლის”, - აღნიშნა აკაკი ბობოხიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს