„ფაიზერის“ ორი დოზით ამ დროისთვის 2 887 ადამიანია აცრილი

ეს ვირუსი ებრძვის კაცობრიობას, ამიტომ საჭიროა ყველამ ერთად, სოლიდარობით ეს ვირუსი დავამარცხოთ და დამარცხების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ პრევენციულ ღონისძიებებსა და ვაქცინაციაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში 38 553 აცრა ჩატარდა, თუმცა ეს არ არის საკმარისი და უცილებელია, რომ აცრების რაოდენობა გაიზარდოს.

„დღევანდელი დღის დილის მონაცემებით, ჩატარებულია 38 553 აცრა, აქედან „ასტრაზენეკათი“ 21 910, „ფაიზერით“ 13756 პირველი დოზით და უკვე გვყავს „ფაიზერის“ ორჯერადი დოზით აცრილი 2 887 ადამიანი. დღეს ნომერ პირველი ამოცანა ქვეყნის და საზოგადოების გახლავთ მასობრივი ვაქცინაცია. მასობრივ ვაქცინაციაზე გადის ამ პანდემიის დასრულება, ამიტომ ეს სლოგანი, რომ „ვაქცინაცია გვაახლოებს“ ძალიან კარგი სლოგანია გავითავისოთ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვიქნებით, თუ ყველა ვიქნებით აცრილი. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ მიმართეთ ამცრელ პუნქტებს. დღეს ქვეყანაში ვაქცინაცია წარმოებს „ფაიზერით“ და “ასტრაზენეკათი“, 4 მაისიდან მას დაემატება და დიდი ალბათობით, ხვალიდან გაიხსნება ჯავშნები „სინოფარმის“ ვაქცინაზე, თანდათან ვაქცინების მარაგი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო გაიზრდება, ამიტომ კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, რომ გავითავისოთ ის გამოწვევა, რა გამოწვევის წინაშეც ქვეყანა დგას. ის სამწუხარო გამოსავლები, რაც ამ ვერაგ დაავადებას აქვს და ეს დაავადება არ ეპუება კაცობრიობას, ხედავთ, რომ იცვლის თავის გენეტიკურ შემადგენლობას, ბევრი მუტაცია ხდება, ებრძვის კაცობრიობას და ამიტომ საჭიროა ყველამ ერთად სოლიდარობით, ეს ვირუსი დავამარცხოთ და ეს დაამარცხების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ პრევენციულ ღონისძიებებსა და ვაქცინაციაზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა