ალუდა ღუდუშაური - ოპოზიციას ვერ წარმოუდგენია, რომ სუს-ი იყოს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებზე ფოკუსირებული - ვერ წარმოუდგენიათ ინსტიტუტები, რომლებიც კონკრეტულ პარტიას არ ემსახურება

უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ვერ წარმოუდგენიათ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საზოგადოების ინტერესებზე იყოს ორიენტირებული, „რადგან ისინი წარსულიდან და „ბულინგის“ მანერიდან ვერ გამოვიდნენ. ამის შესახებ ღუდუშაურმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავენ.

კითხვაზე, არის თუ არა დღეს უკანონო მოსმენები, როგორც ამას ოპოზიციაში ამბობენ, ღუდუშაური აცხადებს, რომ უკანონო მიყურადება, მითუმეტეს სისტემური ხასიათის, არ არსებობს.

„ოპოზიციას ვერ წარმოუდგენია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყოს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებზე ფოკუსირებული. ვერ წარმოუდგენიათ ინსტიტუტები, რომლებიც კონკრეტულ პარტიას არ ემსახურება. ეს არის რეალობა, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არცერთი სახელმწიფო ინსტიტუცია არ ემსახურება კონკრეტული პარტიის ინტერესებს. ისინი ვერ გამოვიდნენ წარსულიდან. ვერ გამოვიდნენ „ბულინგის“, შანტაჟის მანერებისან. თავისიანებსაც „აბულინგებენ“. არანაირი უკანონო მოსმენა, მიყურადება არ არის, მითუმეტეს ამას სისტემური ხასიათი არ აქვს”,- განაცხადა ღუდუშაურმა.

რაც შეეხება იმას, რომ ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში რჩება, როგორც ღუდუშაური ამბობს, „ოპოზიციას ქუჩაშიც ვეღარ ვიპოვით, რადგან დაშლილია”.

„სად არის ოპოზიცია? ოპოზიცია არის დაშლილი, დემორალიზებული, ბუნებრივია, ოპოზიციამ ეს სვლა წააგო იმიტომ, რომ მათი ამოცანა არ იყო სახელმწიფოებრივი მიდგომა, მათი ამოცანა არ იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები. ამიტომ წაააგო ოპოზიციამ. ოპოზიციას ვერც ქუჩაში და ვერსად ვერ იპოვით იმიტომ, რომ დაშლილია. ოპოზიცია, რომელმაც, ჩვენდა სამწუხაროდ, აირჩია კარვების გზა და ქუჩის დესტრუქცია, ბუნებრივია ვერ გაძლებდა და დაიშლებოდა, რასაც ახლა ჩვენი თვალით ვუყურებთ”,- განაცხადა ღუდუშაურმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო