ლევან ბეჟაშვილი - არჩილ თალაკვაძის გადადგომა შიდა კლანურ დაპირისპირებას უკავშირდება - „ქართული ოცნება“ დაშლის პირასაა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომა „შიდა კლანურ“ დაპირისპირებას უკავშირდება.

როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნება“ დაშლის პირასაა და თვითმმართველობის არჩევნები „ბოლოს მოუღებს“.

„ყველა კარგად ვხვდებით, რომ მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ჩამოშლა. ეს გუნდი დაპირისპირებულია შიდა კლანურად და თალაკვაძის გადადგომა პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევიდან 6 თვის თავზე სწორედ ამის დამადასტურებელია. მიმდინარეობს კლანების დაპირისპირება, შიდა ბრძოლა, ამიტომ კუჭავა იქნება, თუ სხვა პირი შეცვლის თალაკვაძეს, „ქართული ოცნება“ დაშლის პირასაა და თვითმმართველობის არჩევნები ამას ბოლოს მოუღებს”, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო