გურამ მაჭარაშვილი - ვინც პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოაწერა, ხვალინდელ სესიაზე უნდა იყოს - ველოდებით ჩვენს ოპონენტებს პარლამენტში

ვინც პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოაწერა, ხვალინდელ სესიაზე უნდა იყოს. ჩვენ ველოდებით ჩვენს ოპონენტებს, კოლეგებს საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მოლოდინი აქვს რომ, ხვალიდან ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყება.

„ვფიქრობ, რომ ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყება, გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ ჩვენ სამართლებრივად მივიღებთ ყველა ტიპის გადაწყვეტილებას, რაც კი საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციურად შეუძლია მიიღოს, იმიტომ, რომ გვექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და მეორეს მხრივ ასეთი ტიპის მრავალპარტიული პარლამენტი 90-იანი წლების შემდგომ არ ყოფილა. იქნება აბსოლუტურად განსხვავებული პოზიტიური მოცემულობა მრავალპარტიული პარლამენტის სახით.

რაც შეეხება ამნისტიის კანონს, ჩვენ გვაქვს სურვილი, იმედი და მოლოდინი, რომ ამნისტიის კანონპროექტის დაინიცირება ერთობლივად მოხდეს და ვფიქრობ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ეს ასეც მოხდება. კანონპროექტი, რა თქმა უნდა, არ შეეწინააღმდეგება კონვენციას და კონვენციური პრინციპი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული და ის პრინციპიც, რაც შეთანხმებაში წერია,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა