ალექსი ბატიაშვილი - საანგარიშო პერიოდში, სამსახურის მიერ დადებითი რეკომენდაცია გაიცა საქართველოს მოქალაქეობის 8 000-მდე და სხვადასხვა ტიპის ბინადრობის ნებართვის მიღების მსურველთა 18 000-მდე განცხადებაზე

სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, სამსახურის მიერ მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა მიგრაციის არხების მონიტორინგს, - ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სუს-ის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ოპერატიული საქმიანობის შედეგად, 2020 წელს უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა არაერთი პირი, რომლებიც არამართლზომიერი საშუალებების გამოყენებით ცდილობდნენ საქართველოში შემოსვლას და სხვადასხვა სახის ბინადრობის ნებართვის მოპოვებას. ასევე, დადგინდა მათი ხელშემწყობი ორგანიზაციები და ცალკეული პირები. აღნიშნულ ფაქტებზე შემდგომი რეაგირების მიზნით, სამსახური კოორდინირებულად მუშაობდა იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, ასევე სხვა შესაბამის უწყებებთან.

„საანგარიშო პერიოდში, სამსახურის მიერ დადებითი რეკომენდაცია გაიცა საქართველოს მოქალაქეობის 8 000-მდე და სხვადასხვა ტიპის ბინადრობის ნებართვის მიღების მსურველთა 18 000-მდე განცხადებაზე.

ამასთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უარყოფითი რეკომენდაცია გაიცა 200-ზე მეტ განცხადებაზე მოქალაქეობის მოთხოვნის შემთხვევაში, ხოლო 2 400-მდე - ბინადრობის ნებართვის შემთხვევაში“, - აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტში 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა