პაატა მანჯგალაძე - იმისათვის, რომ ნიკა მელია იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, აუცილებელია ამნისტია

იმისათვის, რომ ნიკა მელია იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, აუცილებელია ამნისტია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ევროპარლამენტარების თავდებობა არ არის ცუდი ვერსია, თუმცა, ის ვერ გამორიცხავს იმ პოლიტიკურ მსჯავრს, რომელიც ნიკა მელიას აქვს წაყენებული. „იმისათვის, რომ ის იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, აუცილებელია ამნისტია, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს ნიკა მელიას დაკავების შესაძლებლობა”, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, რომ ოპოზიციონერების შეფასებით, მიუღებელია სამართალდამცავებსაც იმავენაირად შეეხოთ ამნისტია, მანჯგალაძემ განაცხადა, რომ მსჯელობა, თითქოს უფრო მეტის მიღება შეეძლოთ, არის მხოლოდ ჰიპოტეტური და არანაირი დასაბუთება არ გააჩნია.

„ყოველთვის შეიძლება საუბარი, რომ უფრო მეტი შეიძლებოდა ან უფრო ნაკლები. მე არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ კაპიტულაციისთვის იყო მზად, ამიტომ ის, რომ უფრო მეტს მივიღებდით არის მხოლოდ ჰიპოტეტური საუბარი და არანაირი დასაბუთება ამას არ გააჩნია”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს