ნათია თურნავა - აუცილებლად მოხდება რიყის დოქების ფუნქციის მონახვა და სწორი საბაზრო ღირებულების პოვნა

მთელი რიგი აუქციონების შემდეგად რიყის დოქები გაუსხვისებელი რჩება, რადგან თავის დროზე გაბერილი თანხები, საბაზრო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, რიყის დოქების ფუნქციის მონახვა და სწორი საბაზრო ღირებულების პოვნა აუცილებლად მოხდება.

„109 ობიექტის გაყიდვა პირველივე ორ კვირაში ძალიან კარგი შედეგია! თუმცა გვაქვს ჩვენ გარკვეული ობიექტები, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაა აშენებული და არარეალურად მაღალი, გაბერილი თანხებია დახარჯული. ჩვენ ყველანი ერთად ვხედავთ, მთელი რიგი აუქციონების შემდეგაც იმავე რიყის დოქები გაუსხვისებელი რჩება, იმიტომ, რომ იმთავითვე ჩანს, ის თანხები თავის დროზე საბაზრო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. თუ დავინახავთ, რომ თანხა არარეალურია გადავხედავთ ამ თანხებს. აუცილებლად მოხდება ფუნქციის მონახვა და სწორი საბაზრო ღირებულების პოვნა“, - განაცხადა თურნავამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს