ალექსი ბატიაშვილის განცხადებით, სუს-ის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოში ტერორიზმის შესაძლო მხარდამჭერთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო მათი შესაძლებლობები მინიმუმამდეა დაყვანილი

ტერორიზმის მხარდამჭერ პირთა აქტივობებისთვის საქართველო ხელსაყრელ ლოკაციას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სუს-ის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში არ დაფიქსირებულა კერები, სადაც მიმდინარეობდა ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელება.

„ასევე, უკანასკნელი წლების მსგავსად, 2020 წელს არ გამოვლენილა სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეთა, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, გამგზავრების არც ერთი ფაქტი“ - განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

მისი თქმით, 2020 წელს სამსახური აქტიურად განაგრძობდა ტერორისტული იდეოლოგიის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირებისა თუ მათი შესაძლო მხარდამჭერების ოპერატიულ კონტროლს.

„გასულ წელს ტერორისტული იდეოლოგიის შესაძლო მხარდამჭერ უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქეს, შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით გატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიის დატოვება მოუხდა. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული გამოწვევები“ - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო