ფინანსთა მინისტრი - მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის სტაბილურობა შეინიშნება, თუმცა, საკმაოდ რთულ სიტუაციაში არის ქვეყანა პანდემიიდან გამომდინარე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყანას ლარის კურსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინები აქვს.

როგორც ხუციშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოკლევადიან პერიოდში ლარის კურსის სტაბილურობა შეინიშნება.

მინისტრმა ისაუბრა ლარის კურსზე ზემოქმედების ფაქტორებზე და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული სიტუაცია, ასევე, პანდემია ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითად მოქმედებს.

„ეროვნული ბანკი საქართველოს მთავრობასთან ერთად კოორდინაციაში მუშაობს იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ლარის მკვეთრი მერყეობები. მოკლევადიან პერიოდში შეინიშნება სტაბილურობა, თუმცა, საკმაოდ რთულ სიტუაციაში არის ქვეყანა პანდემიიდან გამომდინარე, შესაბამისად, ერთ-ერთი მიმართულება არის ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ვაქცინაციის განხორციელება ქვეყანაში და მაქსიმალურად შევძლოთ ტურიზმის აღდგენა. დაახლოებით, 25-30%-მდე მოხდეს ტურიზმის აღდგენა წელს, წლის ბოლომდე. თუმცა, გარდა ამისა, რეგიონშიც არის გამოწვევები. დაძაბული სიტუაციაა სამეზობლოშიც, რაც გამორიცხულია, რომ საქართველოზე რაღაც დოზით მაინც არ აისახოს. ბუნებრივია, ეს ერთი-ერთში არ აისახება და სახეცვლილი ფორმით იქნება,"- განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ ამის მიუხედავად ქვეყანას საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები უნდა ჰქონდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა