იაგო ხვიჩია - არც თალაკვაძესთან მიჭირდა კომუნიკაცია და კუჭავასთანაც არ გამიჭირდება - კუჭავას საკმარისად არ ვიცნობ, რამდენიმე ადამიანს ვკითხე და ცუდი არაფერი უთქვამთ

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ჯერჯერობით არ უფიქრია, დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას.

როგორც ხვიჩია აღნიშნავს, კუჭავას საკმარისად არ იცნობს, თუმცა სხვა ადამიანებს ჰკითხა და „ცუდი არაფერი უთქვამთ“.

„არ მიფიქრია. კოლეგებთან კონსულტაცია მინდა. კუჭავას საკმარისად არ ვიცნობ. რამდენიმე ადამიანს ვკითხე და ცუდი არაფერი უთქვამთ”,- განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, მას არც თალაკვაძესთან უჭირდა კომუნიკაციის დამყარება და არც კუჭავასთან გაუჭირდება.

„ქართული ოცნების“ სპიკერი ვინ იქნება, როდესაც უმრავლესობაში არიან, იმდენად მაინტერესებს, რამდენადაც მასთან კომუნიკაცია შევძლო. არც თალაკვაძესთან მიჭირდა კომუნიკაცია და კუჭავასთანაც არ გამიჭირდება. არ ვიცნობ კახა კუჭავას და იმედია, მალე მექნება ამის შესაძლებლობა“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო