ირაკლი ქარსელაძე ახალი პროგრამის შესახებ - ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც რეგიონებს და ადგილობრივ მოსახლეობას მხარდაჭერას აღმოუჩენს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს დაანონსებული პროგრამა, რომელიც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მასშტაბურ სამუშაობს ითვალისწინებს, თვითმართველობის მომავალ არჩევნებს არ უკავშირდება და ადგილობრივი მოსახლეობის მხარდასაჭერად იქნება მიმართული.

მისივე განმარტებით, რაიმე წინასაარჩევნო მოსყიდვაზე საუბარი უსაფუძვლო აბსურდულია.

„უსაფუძვლოა და აბსურდულიც კი რაიმე მოსყიდვაზე საუბარი, ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც რეგიონებს და ადგილობრივ მოსახლეობას მხარდაჭერას აღმოუჩენს. რაც შეეხება პანდემიის პირობებში ამ პროგრამის ამოქმედების მიზანშეწონილობას, ეს არ არის მხოლოდ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა, ასეთი მიმართულება ჩვენს სამინისტროში ცალკე არსებობს და ხორციელდება კიდეც, აქ უფრო მნიშვნელოვანი სხვა ასპექტებია, რაც რეგიონების განახლებას, კერძო სექტორისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენას ნიშნავს. სწორედ პანდემიის პირობებში არის აუცილებელი რეგიონების მხარდაჭერა და ამ პროექტების განხორციელება, რაც ჩვენს მოქალაქეებს ამ პროცესში უფრო ჩართულს და შედეგის მიმღებს გახდის“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მისი თქმით, ამ პროგრამისთვის ახალი ვალის აღებაზე საუბარი არ არის და დაფინანსების მოძიება სხვადასხვა რესურსის გამოთავისუფლებით მოხერხდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა