ალეკო ელისაშვილი - ხვალიდან ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოვა, შემდეგ ალბათ, კიდევ ერთი ნაწილი - ძალიან ადუღდება პარლამენტი, თუ თავმჯდომარე იქნება უფრო ნეიტრალური ადამიანი, საქმისთვის კარგია

არ ვიცი რა იყო თალაკვაძის ამ როტაციის მიზეზი, რაც მოვისმინე, ის სიმართლეს ჰგავს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მმართველს გუნდს სურს პარლამენტის თავმჯდომარე უფრო ნეიტრალური ადამიანი იყოს.

„ხვალიდან ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოვა, შემდეგ ალბათ, კიდევ ერთი ნაწილი შემოვა. ძალიან ადუღდება პარლამენტი, იქ სპიკერი და თავმჯდომარე თუ იქნება უფრო ნეიტრალური ადამიანი, საქმისთვის კარგია, თუ ეს მიზეზი ასეა. უფრო მიდრეკილი ვარ, რომ ეს ასეა. სხვა რამე ვერსია სიმართლესთან ახლოს მყოფი არ გამიგია. კუჭავას საწინააღმდეგო მე პირადად არაფერი მაქვს. ჩვენ გვინდა, რომ პოლიტიკაში აქამდე დამკვიდრებული წესები შევცვალოთ - რასაც ვეთანხმებით, იმას დავუჭერთ მხარს, არ ვიკეკლუცებთ იმით, რომ რადგან ოპოზიციაში ვართ, მხარი არ უნდა დავუჭიროთ. დღეს პარლამენტის თავმჯდომარედ უფრო პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანის დანიშვნა არის სწორი. კახა კუჭავა არის უფრო ნეიტრალური პოლიტიკურად. შესაბამისად, მისი კანდიდატურა არის უფრო სწორი, რასაც ვეთანხმებით, იმას მხარი რატომ არ უნდა დავუჭიროთ?!-განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, არჩილ თალკავაძემ პარლამენტის თავმჯდომარია პოსტი ორი დღის წინ დატოვა და ის ვიცე-სპიკერი იქნება. მის ადგილს კი მოქმედი ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა დაიკავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა