ლაშა ხუციშვილი - რეგიონებში დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არ მოხდება საბიუჯეტო დეფიციტის ზრდისა და ახალი ვალდებულებების აღების ხარჯზე

რეგიონებში დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არ მოხდება საბიუჯეტო დეფიციტის ზრდისა და ახალი ვალდებულებების აღების ხარჯზე, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროგრამა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებას ითვალისწინებს, რეგიონებში ეკონომიკურ საქმიანობას ახალ სიცოცხლეს შესძენს.

„აღნიშნული პროექტები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს არ განხორციელდება საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის ხარჯზე და გამოვიყენებთ იმ არსებულ რესურსებს, რომელიც დღეს ბიუჯეტში გვაქვს. პროექტის დაფინანსების რამდენიმე წყარო იქნება. ეს არის: მიმდინარე ეკონომიები საბიუჯეტო პროცესში არსებული თანხები, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სხვა საქვეუწყებო დაწესებულების, სსიპ-ების ანგარიშზეა განთავსებული. აგრეთვე, ეს არის პრივატიზაციის ნაწილი, რომელიც ვხედავთ, რომ მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ გეგმას. აღნიშნულ პროექტში უკვე შეთანხმებული პროგრამის ფარგლებში, ჩართული იქნებიან დონორი ორგანიზაციები, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი. ამ ნაწილშიც, რაიმე დამატებითი ახალი ვალდებულებების აღება ქვეყნის მხრიდან არ მოხდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა