სურსათის ეროვნული სააგენტო - ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტის ნარჩენების ეფექტიანად მართვის თანამედროვე სტანდარტები ეტაპობრივად დაინერგება

სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც „Land O’Lakes Venture37-ის“ პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ორგანიზებით გაიმართა, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების ნარჩენების განკარგვის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა საკითხის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ახალი სტანდარტების დანერგვა ხელს უწყობს როგორც ცხოველების საკვები ბაზის გაუმჯობესებას, ასევე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტის ნარჩენების ეფექტიანად განკარგვას, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებასა და ეკონომიკური სარგებლის გაზრდას.

,,შეხვედრაზე, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს, შემოსავლების სამსახურის და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დისკუსიის რეჟიმში განიხილეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლებიც „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებშია მიღებული და ეტაპობრივად შედის ძალაში (საქართველოს მთავრობის დადგენილება №605 „ტექნიკური რეგლამენტის – „ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტისა (მათ შორის, ცხოველური ნარჩენების) და მეორეული პროდუქტის, რომლებიც არ არის გამიზნული ადამიანის მიერ მოხმარებისათვის, ჯანმრთელობისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული ბიზნესოპერატორის აღიარების წესების“ დამტკიცების შესახებ)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა