პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ეკატერინე ტიკარაძეს 28 აპრილს მოუსმენენ

28 აპრილს პარლამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძეს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.

„მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა დაიგეგმა ოთხშაბათს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "მინისტრის საათის" ფორმატში ჯანდაცვის მინისტრისთვის 13 აპრილს უნდა მოესმინათ, თუმცა მინისტრის წერილის საფუძველზე ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა მომავალი სასესიო კვირისთვის გადაიდო და 28 აპრილს ჩაინიშნა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს