ირაკლი ქარსელაძე - რეგიონების განახლების პროგრამის დაწყება გასულ წლებში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებამ განაპირობა

წლებთან ერთად, რეგიონული პროგრამების განხორციელების პროცესში უმნიშვნელოვანესი პროგრესია მიღწეული. ასევე, კოვიდის გამოწვევების მიუხედავად, სამინისტროს ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა და გასულ წელს გავხსენით 70 კმ მაგისტრალური გზა, რაც უპრეცედენტო ფაქტია,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ წლებში მიღწეული შედეგების შემდეგ, ამჯერად სამინისტრო ურბანული განახლების პროექტების განხორციელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით იწყებს.

„2012 წელს წყლის კომპანიის ბიუჯეტი იყო 34 მლნ ლარი, როცა 2021 წელს 348 მლნ ლარია. წინა წელს 4 მსხვილი ქალაქი 24 საათიანი წყლით იქნა მომარაგებული, წელს კი 2 მლრდ 600 მილიონის პროექტებს ვახორციელებთ 150 დასახლებულ პუნქტში”, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მიაჩნია, რომ რეგიონების განვითარების ახალი პროგრამის დაწყება, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს, უწყების მიერ გასულ წლებში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებამ განაპირობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს