გია ვოლსკი - არჩილ თალაკვაძეს ჰქონდა მოსაზრება, რომ არ შეიძლება გუნდს წარმოადგენდე დაძაბულ დებატებზე და შემდეგ არბიტრიც იყო იმ საკითხებზე, რისი ვალდებულებაც პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ვწყვეტდით საკითხს, ვინ წავიდოდა მოლაპარაკებებზე, არჩილ თალაკავძეს ჰქონდა მოსაზრება, რომ არ შეიძლება გუნდს წარმოდგენდე საკმაოდ დაძაბულ დებატებზე და შემდეგ არბიტრიც იყო იმ საკითხებთან დაკავშირებით, რისი ვალდებულებაც პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერკმა გია ვოლსკიმ პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არჩილ თალაკვაძის განცხადება პრაქტიკული და გასაგებია.

„ეს ნორმალური, ოპტიმალური და საკმაოდ პრაგმატული გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რომ გახდებოდა გარკვეული ინსინუაციების საგანი, მაგრამ ეს ნორმალურია. პრაქტიკული გადაწყვეტილებაა და საკმაოდ გასაგებია ჩვენი უცხოელი პარტნირებისთვისაც და საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის”,- განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ „ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე გახდეს, ვოლსკი ამბობს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადებები მალე გაკეთდება.

„ძალიან მალე იქნება გაცხადებები, მათ შორის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, ამაში არაფერი მოულოდნელობა არ იქნება”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა მერის პოზიციაზე არ განიხილება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა