შალვა პაპუაშვილი - კახა კალაძე არის ამ ქალაქის ყველაზე წარმატებული მერი - პირველი არჩევანი და აზრი არის კალაძემ გააგრძელოს ამ კუთხით თავის საქმიანობა, თუმცა, ეს თავად მისი გადასაწყვეტია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არჩილ თალაკვაძის მერობის კანდიდატად წარდგენა არ შეესაბამება სიმართლეს, „ქართული ოცნების" პირველი არჩევანი კი, კახა კალაძის სურვილის შემთხვევაში, მერობის კანდიდატად კვლავ მისი წარდგენა იქნება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კახა კალაძე უახლეს ისტორიაში თბილისის ყველაზე წარმატებული მერია.

„ვფიქრობ, რომ არჩილ თალაკვაძემ როგორც ახსნა, იმას არაფრის დამატება არ სჭირდება. ვფიქრობ, რომ მას განსაკუთრებული როლი ექნება პარლამენტის დარბაზში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსა და მერობის კანდიდატს რაც შეეხება, ამაზე განხილვა არ ყოფილა. ველით დროს, ზაფხულში დასახელდება მერობის კანდიდატი. მოქმედ მერს, კახა კალაძეს ამ ქალაქში მნიშვნელოვანი ცვლილებები უკავშირდება და ამას ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, ურბანული, ინფრასტრუქტურის, გამწვანების კუთხით. მასთანაა დაკავშირებული რამდენიმე დიდი პროექტი.

რა თქმა უნდა, ეს ცხადიცაა, რომ პირველი არჩევანი და აზრი არის კახა კალაძემ გააგრძელოს ამ კუთხით თავის საქმიანობა. თუმცა, ეს თავად კახას გადასაწყვეტია. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ის, რაც კახა კალაძემ დაიწყო, რა მიდგომაცაა თბილისში, ეს მიდგომა გაგრძელდეს. თუკი კახა კალაძე გადაწყვეტს, რომ გააგრძელოს, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის მისაღები იქნებოდა და თავისთავად მმართველი გუნდის სურვილიცაა. ვიმეორებ, კახა კალაძის გადასაწყვეტია. ის არის ამ ქალაქის ყველაზე წარმატებული მერი. ასეთი წარმატება როცა აქვს ადამიანს, გუნდიც მოხარულია, რომ ეს წარმატება გაგრძელდეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს