თამარ გაბუნიას განცხადებით, 10 მაისამდე 6 000 საწოლის მობილიზება მოხდება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 10 მაისამდე 6 000 საწოლის მობილიზება მოხდება.

როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაბუნიამ განაცხადა, ყველაზე დიდი დატვირთვა თბილისზე მოდის.

მისივე თქმით, ახლა ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 14 000 აქტიური შემთხვევაა.

„ინფექციის გარკვეულწილად მატებასთან ერთად, რა თქმა უნდა, იზრდება მობილიზაციის ხარისხი ჯანდაცვის სექტორში. დღეის მდგომარეობით, 3 700-მდე პაციენტი რჩება ჰოსპიტლებში, დამატებითი კლინიკიების მობილიზებაზე მუშაობა მიდის, გეგმა გვაქვს - 10 მაისამდე 6 000 საწოლის მობილიზება. დღევანდელი მდგომარეობით აქტიური შემთხვევა სულ 14 000-ია. გასული მეორე ტალღის პერიოდში, როცა აქტიური შემთხვევები იყო, 31 000 იყო მაქსიმუმი, პიკური მაჩვენებელი, ამ პერიოდში საწოლფონდის დატვირთვა შეადგენდა 6 700 პაციენტს. აქედან გამომდინარე, მაქსიმალური დატვირთის პირობებში დაახლოებით, 7 500 საწოლის მობილიზება ჭირდება ჰოსპიტალურ სექტორს, თუმცა, დღევანდელ მდგომარეობაში, ის საწოლფონდი, რაც გვაქვს, სრულად საკმარისია. მეტი დატვირთვაა თბილსიზე, სხვაგან საბედნიეროდ უკეთესი მდგომარეობაა. ამდენად, თბილისში აქტიურად ხდება საწოლების მობილიზება. რაც შეეხება სხვა მარაგებს, მარაგები საკმაირსია იმისთვის, რომ ყველა პაციენტმა მიიღოს შესაფერისი სამედიცინო მომსხურება. ბოლო პერიოდში რამდენიმე კოვიდსასტუმროს დამატება მოგვიხდა, დაახლოებით, 700-მდე პაციენტი აგრძელებს კოვიდკლინიკებში მკურნალობას და რა თქმა უნდა, ონლაინკლინიკები მუშაობენ იმისთვის, რომ ბინაზე მყოფ პაციენტს ჰქონდეს შესაფერისი მომსახურება. რაც შეეხება ვაქცინაციის პროგრამას, ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიდის, ეს კვირა იმუნიზაციის კვირეულია. მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ მოწოდება იმის, რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია განსაკუთრებით, კორონავირუსის პერიოდში“, - განაცხადა გაბუნიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა