ვახტანგ კალოიანი - კორონავირუსის „ინდური შტამის“ დრამატიზაციას მოვერიდებოდი - სწრაფი ტესტები და ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

კორონავირუსის ახალი, „ინდური შტამის“ დრამატიზაციას მოვერიდებოდი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ჯანდაცვის საკითხებში პარტიის მდივანმა ვახტანგ კალოიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, ახალ, ინდურ შტამს გავრცელების თვალსაზრისით, სპეციფიური თვისებები აქვს.

„მე მოვერიდებოდი დრამატიზაციას. ის ერთ-ერთი მუტაციაა და კიდევ ბევრი იქნება. თუმცა, მას სპეციფიური თვისებები აქვს, გავრცელების თვალსაზრისით. კარგია, რომ „ასტრაზენეკას" ვაქცინის შანსი გვაქვს, რომ გარკვეული რაოდენობა გვქონდეს, ასევე ინდური ვაქცინაა მის წინააღმდეგ ძალიან ეფექტური და მასთანაც ბრძოლა, როგორც სხვა შტამებთან ბრძოლა ერთი და იგივეა“, - განაცხადა კალოიანმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრი ინფიცირების შემთხვევაა, სწრაფი ტესტებით უზრუნველყოფა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„დღეს, როდესაც ძალიან ბევრი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს და გადავსებულია საავადმყოფოები პაციენტებით, ისევ სამწუხაროდ, როგორც შარშან პრობლემად რჩება სწრაფი ტესტებით უზრუნველყოფა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი დროული უზრუნველყოფა, რათა სამედიცინო პერსონალს საშუალება ჰქონდეს, პაციენტი დროულად გამოიკვლიოს. სწრაფი ტესტები და ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალოიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა