თამარ გაბუნია - ხვალ ქვეყანაში მილიონი კორეული ანტიგენი შემოვა, რაც იქნება იმის საფუძველი, რომ მაისში უფასო ტესტირება გავაგრძელოთ სტრატეგიული პრიორიტეტული ჯგუფებისთვის

ხვალ მილიონი კორეული ანტიგენი შემოვა ქვეყანაში, რაც იმის საფუძველი იქნება, რომ მაისის თვეში უფასო ტესტირება გავაგრძელოთ იმ სტრატეგიული პრიორიტეტული ჯგუფებისთვის, ვისი ტესტირებაც მიმდინარეობს ახლა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაბუნიამ აღნიშნა, ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული კორეული ტესტი.

„ბოლო მონაცემით, პისიარის“ რაოდენობა დაახლოებით 300-დან 4000-მდეა ქვეყანაში.

რაც შეეხება ანტიგენებს, ხვალ, დღის ბოლოს მილიონი შეძენილი კორეული ანტიგენი შემოვა ქვეყანაში, რაც იქნება ჩვენთვის იმის საფუძველი, რომ მაისის თვეში გავაგრძელოთ უფასო ტესტირება იმ სტრატეგიული პრიორიტეტული ჯგუფებისთვის, ვისი ტესტირებაც ახლა, ამ პერიოდში მიმდინარეობს. ჩვენთვის მთავარია ტესტირების პროგრამის ფართო გაშლა.

არანაირი დამატებითი შესყიდვა არ განუხორციელებია სამინისტროს ტესტებთან მიმართებაში. ტესტები შევისყიდეთ კორეული კომპანიიდან, როგორც ამას დიდიხანია ვაკეთებდით. ეს არის ორიდან ერთ-ერთი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული კორეული ტესტი, რომელიც აპრობირებულია და ჩვენ პრაქტიკაში კარგად მუშაობს.

რაც შეეხება კერძო სექტორიდან დამატებითი ტეტსტების შესყიდვის საჭიროებას, ეს ოფცია განიხილებოდა როგორც სარეზოვრო, თუმცა ჩვენ არ გვჭირდება ტესტების შესყიდვა, რადგან შესაძლებელია სერვისის შესყიდვა, როგორც „პისიარის“ შემთხვევაში ვაკეთებთ. ასე რომ, გარდამავალ პერიოდზე შესაძლოა დამდგარიყო ამის აუცილებლობა, მაგრამ ეს საჭიროება არ შეიქმნა“ , - განაცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო