თამარ გაბუნია - ინდური შტამის შემოსვლა რომ გაკონტროლდეს, ჩვენთვის ამის მექანიზმი არის ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების ან იმ პირების კონტროლი, ვინც უშუალოდ მოდის

ქვეყანაში რომ გაკონტროლდეს ინდური შტამის შემოსვლა, ჩვენთვის ამის მექანიზმი არის კონტროლი ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების ან იმ პირების, ვინც უშუალოდ მოდის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი აქცენტი არის პრევენციული ზომების მკაცრი აღსრულება, როგორც ბიზნესგარემოში ისე ინდივიდუალურ დონეზე. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კარგია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაუმჯობესდა პირბადის ტარების მაჩვენებელი, რამაც 80%-ს ოდნავ გადააჭარბა. მისი თქმით, ესეც იმედისმომცემია.

„დაანონსებული არდადეგებიც გარკვეულწილად მობილობის შეზღუდვის მიზნებისთვის არის. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ესეც დაეხმარება ეპიდემიის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებას.

ქვეყანაში რომ გაკონტროლდეს ინდური შტამის შემოსვლა, ჩვენთვის ამის მექანიზმი არის ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების კონტროლი ან იმ პირების, ვინც უშუალოდ მოდის. ბოლო პერიოდში, ამ პირებისთვის ისევ დაბრუნდა ორკვირიანი კარანტინი. ეს არის ერთი მექანიზმი, რაც შეიძლება დაცვის საშუალება იყოს. როგორც ხედავთ, იმდენად მრავალფეროვანი გახდა მუტაციის სახეობები, ბრიტანული, ინდური და არ ვიცი, შესაძლოა, რაღაც სხვა სახეობა გაჩნდეს, ამისთვის ერთადერთი უნივერსალური დაცვა არის ის წესები, რაც ყველა შემთხვევაში თანაბრად მოქმედებს. რაც შეეხება სამედიცინო სექტორის მზაობას ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, თვალს ვადევენებთ ინდოეთის მოვლენებს და იმასაც, თუ რას ამბობენ ინდოელი ექიმები ამ დაავადების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ტექნიკურ სისტემაში მზაობა მაღალია ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს სუნთქვის აპარატებზე და დამხმარე საშუალებებზე. შესაძლებელია საწოლფონდის მობილიზებაც, მაგრამ მაინც, ყველაზე მთავარი, ისევ და ისევ, რჩება პრევენციული ღონისძიებები, იმისათვის, რომ არ მივცეთ გავრცელების საშუალება. არ აქვს მნიშვნელობა რა წარმომავლობის შტამია. დანარჩენი უნდა დავაკვირდეთ“, - აცხადებს გაბუნია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს