ამირან გამყრელიძის განცხადებით, 27 აპრილს იმუნიზაციის საბჭო გაიმართება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 27 აპრილს, 11:00 საათზე იმუნიზაციის საბჭოს სხდომაა ჩანიშნული.

გამყრელიძის განმარტებით, იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე „სინოფარმით“ ვაქცინაციის ასაკობრივ ჯგუფის განსაზღვრაზე იმსჯელებენ.

„განხილული იქნება ასაკი "სინოფარმთან"მიმართებაში. დიდი ალბათობით რეგისტრაციის ფანჯარა გაიხსნება დღის მეორე ნახევარში, დღის ბოლოსკენ. თვითონ აცრები დაიწყება 4 მაისს ფართო მასშტაბით. ასევე, "ასტრაზენაკასთან" დაკავშირებით იქნება განხილული ასაკის საკითხი, მოგეხსენებათ, რომ დღეს ის შეზღუდულია 55 წლით. არის რამდენიმე წინადადება, სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფის, ასევე კლინიცისტების, აქედან გამომდინარე საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს”,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს