ზურა ჯაფარიძე ამნისტიაზე - შესაძლოა, დადგეს რეალობა, როცა „ოცნებას“ ექნება თავისი ვერსია და ოპოზიციას ექნება ის ვერსია, რომელიც რეალურად იყო შეთანხმებული მოლაპარაკებების მაგიდასთან

შესაძლოა, დადგეს რეალობა, როცა „ოცნებას“ ექნება თავისი ვერსია და ოპოზიციას ექნება ის ვერსია, რომელიც რეალურად იყო შეთანხმებული მოლაპარაკებების მაგიდასთან,-ამის შესახებ პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ვერსიაში 20 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებში მონაწილე „ჯალათებს და ბრძანების გამცემებს არაფერი ეპატიება“.

„კონსულტაცია იყო იმის თაობაზე, როგორ ვაგრძელებთ მუშაობას ამნისტიასთან დაკავშირებით. პოზიციები იგივა, რაც აქამდეც იყო. არავინ აპირებს, რომ ჯალათებს რამე აპატიოს. ამიტომ, აქ მთავარი კითხვაა ის, მოხდება თუ არა პოზიციების შეჯერება და იქნება თუ არა საბოლოოდ ერთიანი დოკუმენტი, რომელზეც „ოცნებაც“ და ოპოზიციაც თანხმობას განაცხადებს. ამ წუთის მდგომარეობით, საჯარო განცხადება რაც მოვისმინეთ „ოცნების“ წარმომადგენლების, ჯერჯერობთ არ ჩანს იმის პირი, რომ ერთიან დოკუმენტზეე შეთანხმება შესაძლებელი იყოს, თუმცა, შეიძლება კიდევ იყოს „ოცნებასთან“ კომუნიკაცია და შეიძლება იქ რაიმე შეიცვალოს. ვერ გეტყვით, რომ მაინც და მაინც ოპტიმისტურად არ განწყობილი, მაგრამ რაც არის, ეგ არის. ამიტომ, შესაძლოა დადგეს რეალობა, როცა „ოცნებას“ ექნება თავისი ვერსია და ოპოზიციას ექნება ის ვერსია, რომელიც რეალურად იყო შეთანხმებული მოლაპარაკებების მაგიდასთან. ოპოზიციას ვერსიაში არც ერთ ჯალათს და არც ბრძანების გამცემებს არაფერი ეპატიება. ისინი ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს, ეს არის სხვაობა. თუმცა, ეს ასე ვერ იქნება. დაწერილი ტექსტი ჯერ თვალით ნანახი არავის აქვს. ჯერ დაწერონ რამე და მერე ვნახოთ“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა