„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ საგამოძიებო მოქმედებების დაწყების თაობაზე განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ კომპანიაში საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის მიერ საგამოძიებო მოქმედებების დაწყების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პროექტების შესრულებისა და მიმდინარეობის შეფასებისას გამოიკვეთა ცალკეული საკითხები, რომელთა შესწავლა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, პირველ რიგში, სახელმწიფო ელექტროსისტემის ინტერესებში შედის.

„სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" აქტიურ რეჟიმში თანამშრომლობს საქართველოს პროკურატურასთან, რომელიც იკვლევს კომპანიაში საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობას.

საგამოძიებო ქმედებების დაწყების საფუძველს თავად სსე-ის მიერ საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მიმართვა წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, სსე არაერთ საერთაშორისო ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს. პროექტების შესრულებისა და მიმდინარეობის შეფასებისას გამოიკვეთა ცალკეული საკითხები, რომელთა შესწავლა და, შესაბამისად, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, პირველ რიგში, თავად სსე-ის ინტერესებში შედის.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მომართა სსე-ს შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემის მიზნით. კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მიერ მყისიერად გამოიცა შიდა ბრძანება, განისაზღვრა მოთხოვნილი მასალის შეგროვებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული და განხორციელდა მოთხოვნილი დოკუმენტების პროკურატურისთვის სრულად გადაცემა.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა", როგორც გამჭვირვალე, სახელმწიფო ინტერესებზე და შედეგზე ორიენტირებული კომპანია, მზად არის ყველა სამართლებრივი ხერხი გამოიყენოს, რათა არ შეფერხდეს საერთაშორისო პროექტების მიმდინარეობა და დაცული იქნას ქვეყნის ენერგოსტაბილურობა და მდგრადობა“, - ნათქვამია განხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა