არმაზ ახვლედიანი - პოლიტიკოსები, ვინც ხვალ პარლამენტში შევდივართ, „ამნისტიის შესახებ კანონში“ ნებისმიერ ისეთ „უცნაურობას“ გამოვრიცხავთ, რამაც შეიძლება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვიოს

თითოეული პოლიტიკოსი, ვინც ხვალ პარლამენტში შევდივართ, ამნისტიის შესახებ კანონში ნებისმიერ ისეთ „უცნაურობას“ გამოვრიცხავთ, რამაც შეიძლება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვიოს , - ამის შესახებ პარლამენტის არჩეულმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთანავე, მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში შედიან იმ განწყობით, რომ ამნისტიის კანონის მიღებასთან ერთად, პოლიტპატიმრების გათავისუფლების კვალდაკვალ, ქვეყანამ ჩიხიდან გამოსვლა დაიწყოს.

როგორც მან აღნიშნა, არავის აქვს ამბიცია, რომ ერთ დღეში „დალაგებულ ქვეყანაში აღმოჩნდება.

„თითოეული პოლიტიკოსი, ვინც ხვალ პარლამენტში შევდივართ, ამნისტიის შესახებ კანონში ნებისმიერ ისეთ „უცნაურობას“ გამოვრიცხავთ, რამაც შეიძლება, უბრალოდ არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი საზოგადების უკმაყოფილება გამოიწვიოს. ამაზე საუბარიც არ არის, ეს არც კი განიხილება. ამას ვამბობ მკაფიოდ, ყველას გასაგონად, ვინც გულშემატკივრობს ამ საქმეს და ვინც შეიძლება სხვა მიზნით, ცეცხლზე ნავთს ასხამს. ცეცხლზე ნავთს დაასხამს ნებისმიერი, ნებისმიერი მხრიდან, ვინც მას შემდეგ, რაც გამოჩნდება, რომ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებამ რეალიზება დაიწყო, ამას მაინც ლოგიკის გარეშე შეეწინააღმდეგება.

მეორე - ჩვენ შევდივართ იმ განწყობით, რომ ამნისტიის კანონის მიღებასთან ერთად, მძევლების გამოშვების კვალდაკვალ, უბრალოდ ჩიხიდან გამოსვლა დავიწყოთ. ეს არის აუცილებელი პირობა, მაგრამ აქ წერტილს კი არ ვსვამთ და კი არ ფიქრობს ვინმე, რომ უცებ დალაგებულ და დავარცხნილ ქვეყანაში აღმოვჩნდებით. სადაც ვართ და რა მოცემულობაშიც ვართ, მგონი ყველა ვხვდებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვეცდებით, რომ არ იყოს კონფრონტაცია, მაგრამ პრინციპულობასა და სიმტკიცეში შეგვეჯიბრონ“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს