მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე „სარფი" და ,,ნინოწმინდა", ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის თ.კ.-სა და საქართველოს მოქალაქის გ.ჯ.-ს ავტოსატრასპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში, აქციზური მარკების გარეშე 3360 ღერი არადეკლარირებული, სიგარეტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით შეეფარდათ ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს